logo_geo
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
- +

18 ოქტომბერი. 2017. 10:46


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


შეგახსენებთ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და ინტენსიური თოვა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.


 

big_banner
არქივი