logo_geo
გურჯაანში, ვაჩნაძიანის საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა საპირფარეშოს კარი ჩაკეტა
- +

21 ოქტომბერი. 2017. 15:06



გურჯაანში, ვაჩნაძიანის საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელს საპირფარეშოს კარი გასაღებით დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჰქონდა ჩაკეტილი.


როგორც „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა განაცხადა, საარჩევნო უბანი ერთ-ერთ საბავშვო ბაღშია გახსნილი და აღნიშნული ტუალეტით ბაღის აღსაზრდელები სარგებლობდნენ, სწორედ ამიტომ ჩაკეტა ტუალეტის კარი.


კომისიის წევრების ინფორმაციით, მათ ალტერნატიული ტუალეტით სარგებლობისთვის დაახლოებით ასი მეტრის გავლა უწევდათ.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი