logo_geo
ხონი-სამტრედიის გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
- +

4 ნოემბერი. 2017. 21:39



ხონის მუნიციპალიტეტ სოფელ ივანდიდთან ერთმანეთს მიკროავტობუსი და „ოპელის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.


„პირველს" თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა „ოპელში" მყოფი მამა-შვილი.


არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


"პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-მუხლით მიმდინარეობს.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი