logo_geo
ჭიათურაში ახალი მღვიმე აღმოაჩინეს
- +

7 ნოემბერი. 2017. 13:43



ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ პერევისას აღმოსავლეთით, ახალი კარსტული მღვიმე აღმოაჩინეს. აღმოჩენა „გაიცანი ჭიათურას" საექსპედიციო ჯგუფს ეკუთვნის.


„ჯგუფის წევრებმა დეტალურად გამოჰკითხეს ადგილობრივი მოსახლეობა, დაამუშავეს აქამდე არსებული ლიტერატურული და სამეცნიერო წყაროები, არსად ამ მღვიმის შესახებ ინფორმაცია არ არის დაფიქსირებული. მღვიმე დაახლოებით 100 მეტრამდე სიგრძისაა და ძნელად მისასვლელ კლდის ფერდობზე მდებარეობს. ობიექტი მდიდარია ნაღვენთი ფორმებით. მიმდინარე კვირის ბოლოს იგეგმება ადგილზე სპეციალისტების ჩასვლა და მღვიმის საფუძვლიანი შესწავლა", - განაცხადა თსუ-ს ასისტენტ-პროფესორმა, გეოგრაფიის დოქტორმა გიორგი დვალაშვილმა.


მისივე თქმით, აღმოჩენილი მღვიმისათვის სახელის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი