ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს მგლები შეესია. სოფელ ურთას მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მტაცებელმა ცხოველებმა სოფელში შინაური ცხოველების ნაწილი უკვე დაგლიჯა.
სოფელში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ საქმის კურსში არიან და უკვე გამოიყო მონადირეთა ჯგუფი, რომელიც სოფელს მტაცებელი ცხოველებისგან დაიცვას.