logo_geo
სოფელ ლაფანყურში ავტომობილი აფეთქდა
- +

18 ნოემბერი. 2017. 14:15



თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში ავტომობილი აფეთქდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.


ადგილზე დაღუპული მძღოლი რუსეთის მოქალაქე იყო, მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.


ამჟამად კი ის უკვე სახლში გაწერეს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი