logo_geo
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
- +

24 ნოემბერი. 2017. 12:09



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.


შეგახსენებთ, რომ თოვის, ძლიერი ქარის და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალული იყო  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.










 

big_banner
არქივი