logo_geo
სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ
- +

28 ნოემბერი. 2017. 13:14

 

 

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ.


ხუთ გარდაცვლილს ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. 14:00 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი ჩაატარებს.


აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმრო „ლეოგრანდში" დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის მიზნით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა.









 

big_banner
არქივი