logo_geo
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირი აფეთქდა
- +

10 დეკემბერი. 2017. 17:06



აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მესხის განცხადებით, ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირი აფეთქდა.


მისი თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.


„ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დამატებით დეტალებს გამოძიების შემდეგ მოგახსენებთ", - აცხადებს გიორგი მესხი.


ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაახლოებით 9 ოჯახი დაზარალდა.










 

big_banner
არქივი