logo_geo
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
- +

24 დეკემბერი. 2017. 13:48


 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24 საათიანი ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 70-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.


შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 70-ე კმ-ზე ჩამოსული იყო დიდი მოცულობის მიწა-კლდის შვავი, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა.








 

big_banner
არქივი