logo_geo
მარტყოფის შემოვლით გზაზე სატვირთო ავტომანქანა ხევში გადავარდა
- +

30 დეკემბერი. 2017. 13:25



გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რა დროსაც მისაბმელი ჩაეხსნა და ხევში გადავარდა.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი