logo_geo
ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაშავდა
- +

11 იანვარი. 2018. 12:28



ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცმა პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო და იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.


ხანძარი ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე, დღეს დილით გაჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.


ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახთან დაკავშირებით უწყებაში არსებული შესაბამისი კომისია იმსჯელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი