logo_geo
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა
- +

13 იანვარი. 2018. 11:13



საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


შეგახსენებთ, რომ გუშინ აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების  გააქტიურების  გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იყო  სოფელ საირმეზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.




 

big_banner
არქივი