logo_geo
გურიაში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა
- +

21 იანვარი. 2018. 19:03



სააგენტო „გურია ნიუსის" ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მცხოვრებ ირმა ფირცხალაიშვილს წუხელ თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. მათივე ინფორმაციით, ყაჩაღები ოქროს ითხოვდნენ. მათ სახლიდან 400 ლარის წაღება მოახერხეს.


როგორც „ინტერპრესნსიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს, თუმცა, შსს-მ ვითარების შესწავლა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ამ ეტაპზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძებო მოქმედებები.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი