logo_geo
სოხუმის ცენტრში ახალგაზრდა ქალი მოკლეს
- +

11 მარტი. 2018. 18:26




სოხუმის ცენტრში ახალგაზრდა ქალი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.


შემთხვევა აიაირას გამზირზე მოხდა. მედიის ცნობით, მოკლულია გულგაზ მამედოვა. მკვლელი კი მისი ქმარი ვიქტორ ჯანბაა, რომელმაც დანაშაული აღიარა და ე.წ. პოლიციას თავად ჩაბარდა.


აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროც ცნობით, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.


ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელობის შემდეგ, მამაკაცი ე.წ. სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.




 

big_banner
არქივი