logo_geo
ზუგდიდში 15 წლის მოზარდი დაჭრეს
- +

14 მარტი. 2018. 16:46

 


ზუგდიდში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, არასრულწლოვანს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია უტარდება.

 

გადაუდებელი დახმარების ექიმის მაია ესებუას განმარტებით, მოზარდი ჰოსპიტალში გულმკერდის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს.

 

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მოზარდის დაჭრის შესახებ ახლახანს გაიგო. მისი თქმით, მოზარდი სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა და მომხდარ ფაქტთან სხვა დეტალები მისთვის უცნობია.


 

big_banner
არქივი