logo_geo
ურეკში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
- +

19 მარტი. 2018. 12:53



დაბა ურეკში ხანძარს 90 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.


პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ცეცხლი თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ხის კოტეჯს გამთენიას გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაიწვა.


მამაკაცი შენობაში მარტო იმყოფებოდა, ის მეზობლებმა გამთენიისას აივანზე უკვე გარდაცვლილი იპოვეს.


შემთხვევის ადვილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.


შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხანძრის შედეგად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი