logo_geo
შუახევში, მდინარეში 14 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოებში თბილისიდან მაშველთა დამატებითი ჯგუფები ჩაერთო
- +

22 მარტი. 2018. 11:34



შუახევში, სოფელ შუბანში 14 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოებში თბილისიდან მაშველთა დამატებითი ჯგუფები ჩაერთო. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 12 ჯგუფია მობილიზებული. მოზარდს მდინარეში მესამე დღეა ეძებენ.


როგორც თვითმხილველებმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, 14 წლის ბიჭს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად მდინარეში შევიდა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი