logo_geo
ვარდისფერი თოვლი გოდერძიზე…
- +

24 მარტი. 2018. 16:55



სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე თოვლის საფარი ტრადიციული თეთრის ნაცვლად მოვარდისფროა.


როგორც კურორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, გუშინ, 23 მარტს კურორტზე ყვითელი წვიმა მოვიდა, რომელმაც თოვლს ფერი შეუცვალა. ტალახიანი წვიმის მიზეზი, როგორც სინოპტიკოსებმა ახსნეს, საჰარიდან გავრცელებული ქვიშიანი ქარი გახდა.


ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტში სოჭის სათხილამურო კურორტიდან გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ თოვლი ყვითელი ქვიშით დაიფარა. ტურისტები აცხადებენ, რომ სოჭი პლანეტა მარსს დაემსგავსა.

 

 

 

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი