logo_geo
ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომი აშენდება
- +

26 მარტი. 2018. 18:26



ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომი აშენდება. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. განაცხადების მიღება 19-23 აპრილს იწარმოებს, მშენებლობა კი გამარჯვებულთან კონტრაქტის გაფორმებიდან ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.


პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში დააფინანსებს.


საინვესტიციო ბანკის თანხით ბაკურიანში შემოვლითი გზის პროექტიც უნდა განხორციელდეს. ამ შემთხვევაში, პროექტის ღირებულება 7.5 მილიონი ლარია და შესაბამისი ტენდერიც უკვე გამოცხადებულია.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი