ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან წლის და 4 თვის ბავშვი გადმოვარდა.
გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი ფანჯრის რაფაზე ავიდა და წონასწორობა ვერ შეინარჩუნა.
მედიკოსების თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.