logo_geo
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს
- +

7 მაისი. 2018. 10:30

 

 

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე საკონტროლო - გამშვები პუნქტები დაიკეტება. ამის შესახებ ე.წ. უშიშროების კომიტეტში განაცხადეს.

 

ე.წ. საზღვრის დაკეტვის მიზეზი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებებია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიმართება.

 

ე.წ. საზღვარი დღეს საღამოს 20:00 საათიდან - 10 მაისის 08:00 საათამდე ჩაიკეტება.

 

 

 

big_banner
არქივი