logo_geo
გორის საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ
- +

8 მაისი. 2018. 18:13

 

„შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის“ გავრცელებული ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ ბრეთში საავადმყოფოდან სხვა ცხედარი გადაასვენეს. ჭირისუფლებმა ეს მას შემდეგ გაიგეს, რაც ოჯახში მისვენებულ ცხედარს სუდარა მოხსნეს.

 

ერთსა და იმავე დღეს, გორის საავადმყოფოში ორი ქალი გარდაიცვალა. ერთი, სოფელ ბრეთის მკვიდრი, 79 წლის ქალი იყო, მეორე კი - ზნაურიდან დევნილი 94 წლის ქალი, რომელიც ქარელში, დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა.

 

„როდესაც მივიტანეთ ტანსაცმელი საავადმყოფოში, გვითხრეს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლა არ შეიძლებოდა, ხოლო გარდაცვლილს ჩვენ ჩავაცმევთო, რაშიც თანხა 40 ლარი უნდა გადაგვეხადა. არ მქონდა 40 ლარი და მივეცი 20 ლარი. ამის შემდეგ ველოდებოდით, როდის გამოასვენებდნენ. ქარელში ჩვენი მანქანით გადასვენებას ვაპირებდით", - ამბობს ნინა ცისკაძის რძალი.

 

ცისკაძეები საავადმყოფოს ეზოში, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში ელოდნენ ცხედარს. ამ დროს შენობის ეზოში ბრეთელები მივიდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ოჯახს სხვა მიცვალებული მიუყვანეს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი