logo_geo
ურეკში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულებიც
- +

19 მაისი. 2018. 19:20

 

 

ურეკში მიკროავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი