logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ცოფი-შუქრუთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა
- +

22 მაისი. 2018. 12:33

 

„ჯორჯიან მანგანეზმა" ცოფიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მიმართულებით მიმავალი გზის კეთილმოწყობა უზრუნველყო.

 

კომპანიამ სამკილომეტრიანი გზის მონაკვეთის ბეტონის საფარით მოწყობა, მაქსიმალურად მოკლე დროში, სამ კვირაში მოახერხა.

 

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან აბრამიშვილმა განაცხადა, კომპანიამ გაითვალისწინა ადგილობრივთა თხოვნა და მიუხედავად იმისა, რომ გზის არსებული მონაკვეთი, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება „ჯორჯიან მანგანეზმა“ თავის თავზე აიღო.

 

ეს მონაკვეთი არ არის „ჯორჯიან მანგანეზის“ ვალდებულების ქვეშეს არის მუნიციპალური გზა და მათი საკუთრებარომელზეც პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტს ეკისრებოდამაგრამ რადგან ეს მოსახლეობას ეხებოდაკომპანიამ გადაწყვეტილება ამის გამო მიიღო“,- განაცხადა ლევან აბრამიშვილმა.

 

მისივე თქმით, საგზაო სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშა-პერსონალმა შეასრულა. უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოებიც კომპანიის ტექნიკით ჩატარდა.

 

მოხდა სამკილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაის ადგილებისადაც ხარვეზები იყოშეივსო 70 3 ბეტონით და გაკეთდა კაპიტალურადმოსახლეობა მადლიერიააღსანიშნავია ის ფაქტირომ სამუშაოების შესრულება მათი ჩართულობით ხდებოდა“,-აღნიშნა ლევან აბრამიშვილმა.

 

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ ცოფი-შუქრუთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუშაობას მეორე ლოკაციაზე შეუდგა. ლევან აბრამიშვილის თქმით, კომპანია საგზაო მოპირკეთების სამუშაოებს ამჯერად ითხვისის გზაზე ატარებს.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი