logo_geo
მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების 26 მაისის თემატიკით გაფორმება დასრულებულია
- +

25 მაისი. 2018. 14:23

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ადგილობრივი აეროპორტების 26 მაისის თემათიკით გაფორმება დაასრულა.

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები მთლიანად 26 საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის აღდგენისადმი შექმნილი საერთო ვიზუალებით არის ბრენდირებული.

 

საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები წლის განმავლობაში მთელ ქვეყანას მოიცავს. პირველი, რაც ჩვენს საქართველოს ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, საზეიმოდ გაფორმებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტებია, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი