logo_geo
ლენტეხის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს
- +

11 ივლისი. 2018. 19:11

 

 

 

ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები უკვე 19 საათია ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობენ.

 

ადგილზე რჩება 120 მეხანძრე-მაშველი და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

 

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

 

 

 

big_banner
არქივი