logo_geo
ბორჯომში 5 500 წლის წინანდელი თაფლი აღმოაჩინეს - ამ ფაქტმა, შესაძლოა, მსოფლიო ისტორია შეცვალოს?
- +

8 თებერვალი. 2019. 16:47

 

სოციალურ ქსელებში უძველესი თაფლის აღმოჩენის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. პირველწყაროდ სოციალური ქსელის მომხმარებელი გეგა ხვედელიძე სახელდება, რომელმაც შემდეგი შინაარსის პოსტი გაავრცელა:

 

„ბორჯომში, სოფელ საკირეში, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, უძველესი თაფლი აღმოაჩინეს. რამდენიმეწლიანი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ თაფლი 5 500 წლის წინანდელია.

 

 

ამასთანავე მეცნიერები ადასტურებენ, რომ თაფლი მოშინაურებული ფუტკრისგანაა დამზადებული და არა ველური. აქამდე თაფლის უძველეს კერად ეგვიპტე ითვლებოდა, რადგან 3 000 წლის წინანდელი თაფლი, ტუტანჰამონის საფლავში აღმოაჩნეს და მისი ანალოგი არ მოიძებნებოდა.

 

ბორჯომში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ თაფლის სამშობლოც არის“.

big_banner
არქივი