logo_geo
ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე მდებარე „ეშმაკის ბორბალზე“ 16 მოზარდი დარჩა
- +

2 მაისი. 2019. 20:54

 

 

ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე მდებარე „ეშმაკის ბორბალზე“ 16 მოზარდი დარჩა, ხოლო ხუთი მოქალაქე – საბაგიროზე.

 

ისინი ატრაქციონიდან მაშველებმა ჩამოიყვანეს.

 

„ყველა მოზარდი უკვე ჩამოყვანილია. არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. ამ დროისთვის კი, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ ჯღამაძემ.

 

თბილისისა და რეგიონების ენერგომომარაგების შეზღუდვა დღეს ელექტროგადამცემი ზახი „იმერეთის“ ავარიულმა გათიშვამ გამოიწვია. „იმერეთის“ მუშაობა უკვე აღდგენილია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი