logo_geo
ხობში თავდასხმის შედეგად დაშავებული 77 წლის ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
- +

2 თებერვალი. 2020. 12:39

 

ხობში თავდასხმის შედეგად დაშავებულ 77 წლის ქალს გადაუდებელი ოპერაცია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჩაუტარდა.

 

მედიკოსების თქმით, ქალს ბლაგვი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მამაკაცი გუშინ დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

არსებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობების შემდეგ თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, რა დროსაც მეზობელ სახლში შევიდა. გავრცელებული ცნობით, მან აღნიშნულ სახლში მყოფ ქალს სკამის დარტყმით დაზიანებები მიაყენა. მეზობლების ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ის სოფლის ტერიტორიაზე დააკავეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი