logo_geo
სოფელ ჭკადუაშში სავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

11 მარტი. 2020. 19:48

 

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ჯამში რეაბილიტირდება 2 100 მეტრი სიგრძის გზა. მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწყობაც.

 

სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია გაეცნენ.

 

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და ეს პროცესი საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე გაგრძელდება.

 

გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 970 373 ლარია.

 

 

big_banner
არქივი