logo_geo
კახეთში დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

14 მარტი. 2017. 12:41



ზამთრის სეზონზე, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად დაყრილმა ტექნიკურმა მარილმა, საავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა. მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე,  დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები აქტიურად დაიწყო. უახლოეს პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ცენტრალურ გზებზე დაზიანებული გზის საფარი სრულად აღდგება.


საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამ ეტაპზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, დაზიანებული გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. ორმოულის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხისა და ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე.


კახეთის რეგიონში, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზების შეკეთება აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება.



 

big_banner
არქივი