logo_geo
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფარშევანგს კუდი მოაგლიჯეს
- +

20 ივნისი. 2020. 20:53

 

 

 

ახლადრეაბილიტირებულ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფარშევანგს კუდი მოაგლიჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტაიმერი“ ავრცელებს. ოთხი ფარშავანგი ბაღს თბილისის ზოოპარკმა რამდენიმე დღის წინ აჩუქა. უცნობია ვინ ჩაიდინა ვანდალური ფაქტი და რა დროს მოგლიჯეს კუდი ფრინველს.

 

 

მომხდარს ადასტურებს ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია, ისინი ფაქტს ვანდალურს უწოდებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ ახალადგახსნილ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს და მის ბინადრებს გაუფრთხილდნენ.

 

 

ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დარგეს. მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.

 

 ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი