საოკუპაციო რეჟიმი რამდენიმე დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათი თქმით, მღებრიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა.
27 წლის მამაკაცის ოჯახს, დაკავებული მღებრიშვილის შესახებ 12 დღის მანძილზე ინფორმაცია არ ჰქონდა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ “სამხრეთოსეთელი ღამურების პოპულაციისადმი გაძლიერებულ ინტერესს 2012 წლიდან ავლენს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი”