logo_geo
მეხანძრე-მაშველებმა ლენტეხში, სტიქიის ზონაში საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს
- +

21 აგვისტო. 2020. 20:54

 

 

უხვის ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლასკადურამ რამდენიმე ხიდი და გზა დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ამბროლაურის განყოფილების მეხანძრე მაშველებმა ერთ-ერთ წაღებულ ხიდზე სამაშველო-საბაგირო მაგისტრალი გაჭიმეს.

 

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შედეგად, გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფელ მუთბის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი ან მედიკამენტები მიიღოს.

 

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეცტექნიკა და ხიდის აღდგენითი სამუშაოების ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დაიწყება. ადგილზე იმყოფებიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

 

 

big_banner
არქივი