გასული 24 საათის მანძილზე ქუთაისში COVID-19-ის 10 შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების უმრავლესობა ქალაქის ცენტრალურ ბაღში განთავსებულ კარავში გაკეთებულმა კვლევებმა გამოავლინა. ახალი ინფიცირებულები 32-ე საჯარო სკოლის კონტაქტებს წარმოადგენენ.
32-ე სკოლის გარდა, ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ერთ, 24-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ინფიცირებული დირექტორი და მისი მოადგილეა.