logo_geo
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ქვემო ქართლში გამოვლინდა
- +

14 სექტემბერი. 2020. 16:43

 

 

 

ბოლო 24 საათში,  ქვემო ქართლში „კოვიდ-19“-ის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ექვსი გარდაბანში, ხუთი კი, რუსთავში. ინფორმაციას ქვემო ქართლის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით ბეგაშვილი ავრცელებს.

 

რუსთავში დაფიქსირებული შემთხვევები აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. გარდაბანში ინფიცირების შემთხვევა კი, ოჯახის წევრებს უკავშირდებათ. მათი ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.

 

ამასთან, რუსთავში 115, გარდაბანში კი, 20-მდე ადამიანია თვითიზოლაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი