logo_geo
კახეთში კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა
- +

17 სექტემბერი. 2020. 12:19

 

 

კახეთში კორონავირუსზე გამოკვლეული 1 248 ბიოლოგიური ნიმუშიდან ერთი დადებითი აღმოჩნდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, კახეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.

 

40 წლამდე მამაკაცმა გუშინ ცხელებით მიმართა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსს“, სადაც მას სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა. მამაკაცი ლაგოდეხიდან არის და აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. აქამდე არსებულ 28 შემთხვევას დღეს კიდევ ერთი დაემატა და ინფიცირებულთა მაჩვენებელი ასეთია: ლაგოდეხში – შვიდი, სიღნაღში – ორი, მატანში – 13 და ველისციხეში – ორი შემთხვევა“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

 

ახალი შემთხვევის კონტაქტების მოსაკვლევად ლაგოდეხში ეპიდემიოლოგების ჯგუფი მუშაობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი