logo_geo
კორონავირუსის შემთხვევის გამო, ცაიშის საჯარო სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
- +

30 სექტემბერი. 2020. 12:36

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელის, მალხაზ თორიას განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი ქარიატას საჯარო სკოლის ავტობუსის ინფიცირებული მძღოლის ოჯახის წევრები და მეზობელია.

 

მისივე თქმით, კორონავირუსის ექვსი შემთხვევა გამოვლინდა ფოთში. ინფიცირება ბათუმის ე.წ. კლასტერს უკავშირდება, აქედან ხუთი ფოთის მკვიდრია, ერთი კი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდანაა, რომელიც ფოთში მუშაობდა.

 

„რაც შეეხება ზუგდიდს, იქ კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ე.წ. რეპეტიტორის კლასტერიდან ორი არასრულწლოვანია, ერთი საკარანტინო სივრცეში გამოვლინდა, ერთი კი ცაიშის სკოლის ავტობუსის მძღოლია. სწორედ ამიტომ ცაიშის საჯარო სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ისევე როგორც ქარიატის საჯარო სკოლა. ასევე, გადაიხედება ცაიშის სკოლაში საუბნო საარჩევნო კომისიის საკითხი. რეგიონში სულ კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა 114-ს შეადგენს“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

თორიას ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 577 ბიოლოგიური ნიმუში აიღეს.

 

ამასთან, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ-ინფიცირებული ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 77 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს, აქედან ექვსი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

 

ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს. მათგან სამი ზუგდიდის მკვიდრია, ერთი – ხაიშის სკოლის მოსწავლე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი