logo_geo
სახლში, რომელიც მეწყერმა წაიღო, არასრულწლოვანი იყო, ასევე ორი სტუმარი
- +

2 ოქტომბერი. 2020. 02:28

 

 

სტიქია, რომელსაც ტრაგედია მოჰყვა, აჭარაში რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა.

 

 

 

ხელვაჩაურში ჩამოწვა მეწყერი. მეწყერმა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი წაიღო.

 

 

 

ადგილობრივების თქმით, სახლში უფროსებთან ერთად იმყოფებოდა არასრულწლოვანი. ავტომობილით კი სტუმრები. მათივე თქმით, სტუმრებიდან ერთ-ერთმა მეწყერს თავი დააღწია. დანარჩენების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

 

 

 

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.

 

 

 

აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი