logo_geo
გურჯაანის სოფელ ველისციხეში საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

5 ოქტომბერი. 2020. 15:27

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მეცხრე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლის დირექტორი ნინო ნესუაშვილი სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას არ გამორიცხავს.

 

,,გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც დაინფიცრებული მოსწავლის თანაკლასელების ნიმუშების პასუხი გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე, აღნიშნული კლასის ყველა მოსწავლე თვითიზოლაციაში იმყოფება“, – განაცხადა ნესუაშვილმა.

 

ეპიდემიოლოგები მოსწავლის კონტაქტებს სწავლობენ. სკოლაში კი სადეზინფექციო სამუშაოების ფარგლებში, საკლასო ოთახების სპეციალიზებული ხსნარით დამუშავება მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი