logo_geo
როგორ ებრძოდნენ სვანი ქალები მესტიაში გაჩენილ ხანძარს საკუთარი ხელებით
- +

20 ოქტომბერი. 2020. 02:25

 

 

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე ტყის მასივში მეორე დღეა ხანძარს აქრობენ. მიუვალი ადგილის გამო, მეხანძრეებს ადგილზე მისვლა გაუჭირდათ.

 

გვიან ღამით, ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთიდან.

 

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელშიც ასახულია, როგორ შეუპოვრად ცდილობენ სვანი ქალები შიშველი ხელებით და საკუთარი ძალებით ჩააქრონ ცეცხლი იმ ადგილებში, სადაც სახანძრო ვერ მივიდა.

 

ამ დროისთვის, ხანძრის კერებთან მუშაობს ცოცხალი ძალა – 125 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა.

 

ადგილზე სამუშაოებს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი