logo_geo
თუშეთის გზაზე, ტრანსპორტი ოქტომბრის ბოლომდე იმოძრავებს
- +

20 ოქტომბერი. 2020. 22:11

 

თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელის ლადო კახიოძის ინფორმაციით, ფშაველი- აბანო-ომალოს გზა საძოვრებიდან ცხვრის გადმოყვანის შემდეგ ჩაიკეტება.

 

„ჯერ ჩაკეტვაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გზაზე მოძრაობის შესაძლებელია. მესაქონლეებმა საქონელი უკვე ჩამოიყვანეს. ახლა ცხვრის ფარები გადმოჰყავთ მწყემსებს. ვფიქრობთ, რომ თვის ბოლომდე, ტრანსპორტის მოძრაობას შევინარჩუნებთ“, – განაცხადა კახიოძემ.

 

თუშეთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა, ყოველი წლის 15 ოქტომბრისთვის იკეტება და მაისის ბოლოს იხსნება.

 

ბოლო ორი წელიწადია, თუშეთისკენ გზის გაწმენდისა და გახსნის სამუშაოები გვიანდება, რაც სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობის პროტესტს იწვევს.

 

ზაფხულის სეზონზე, ადგილობრივები გზის დროულად გახსნას, სასტუმროების ამუშავებას, თუშეთში წამსვლელ მგზავრთა მომსახურების სერვისისა და საქონლის გადაყვანას ითხოვდნენ.

 

გასულ წელს, მოსახლეობამ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ბლოკირებაც მოახდინა.

 

წელს, თუშეთის მიმართულებით სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენი კვირაში ერთხელ დაფრინავდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი