logo_geo
მაჭახელას ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო
- +

29 ოქტომბერი. 2020. 18:37

 

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვას, ამავე დროს არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

 

დღეს, პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების მაჭახელას საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რაც 2021 წლის სექტემბერში დასრულდება. მაჭახელას საინფორმაციო ცენტრში სამუშაო და საექსპოზიციო სივრცეები და საკონფერენციო ოთახი განთავსდება.

 

ეთნოსოფელი გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც.

 

მაჭახელას ხეობა გამორჩეულია ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ეკოსისტემით მდიდარი ეროვნული პარკით, ჩანჩქერებითა და საპიკნიკე ადგილებით. აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების ფონდი მაჭახელას ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობს.

 

 

 

 

big_banner
არქივი