logo_geo
ირაკლი შიოშვილი: კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, არ არის გამორიცხული მალე კოვიდ-კლინიკები მაინც დაემატოს
- +

30 ნოემბერი. 2020. 14:22

 

 

 

კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია არის სტაბილური და კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არ არის გამორიცხული მალე კოვიდ-კლინიკები მაინც დაემატოს, - ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა.

 

ირაკლი შიოშვილმა შეზღუდვების დაწესებამდე და ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, კახეთში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ვრცლად შეაჯამა.

 

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში 206 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, აქედან 126 გადასულია ონლაინ სწავლების რეჟიმზე. საბავშვო ბაღები კი დაკეტილია და აღსაზრდელებს სურსათი სახლში მიეწოდებათ.

 

საკორდინაციო საბჭოს მითითებებით ადგილობრივი ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შენარჩუნებული იყოს სტაბილური ეპიდსიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კლინიკებში მომსახურებას იღებს ყველა, ვისაც ეს გადაუდებლად სჭირდება, რესურსი ამოუწურავი არ არის, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ეკონომიკურად ჩვენზე გაცილებით ძლიერი ქვეყნებისთვისაც. ამიტომ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ წესები - პირბადე, დისტანცია. ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ვირუსის მეორე ტალღა გაცილებით უფრო მძიმე აღმოჩნდა, თუმცა, საზოგადოებასთან ერთად ჩვენ წარმატებით მოვახერხეთ პირველ ტალღასთან გამკლავება, რითიც მოვიგეთ დრო და მეორე ტალღისთვის მოვემზადეთ მაქსიმალურად.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვირუსთან ბრძოლის პროცესში ჩვენი ამოცანა იყო ბალანსის დაცვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ეკონომიკის დაცვას შორის. ამიტომ, ყოველი ჩვენი ნაბიჯი სწორედ ამ ბალანსის დაცვით ხორციელდება. ეს არ არის სისტემურილოკდაუნი“, რაც გამოიწვევდა ეკონომიკის სრულად გაჩერებას. ნაცვლად ამისა, ჩვენ ავირჩიეთ ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის სტრატეგია, რომელიც გრძელდება. რამდენიმე ეტაპად და კონკრეტული პერიოდებით იმოქმედებს უფრო მეტად გამკაცრებული, თუმცა ისევ წერტილოვანი შეზღუდვები, რომლის ძირითადი ნაწილი შეეხება ცალკეულ, ყველაზე დიდი მობილობის მქონე ქალაქებს“, - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

 

რეგიონში მასშტაბით 5 კოვიდკლინიკა, 1 ონლაინკლინიკა და ორი კოვიდ-სასტუმრო ფუნქციონირებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი