logo_geo
საჩხერის სასწრაფო დახმარების 24 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

6 დეკემბერი. 2020. 11:30

 

 

საჩხერეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ინფიცირებულია სამსახურის 24 თანამშრომელი, რომელთაც ვირუსი გეგმური ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ.

 

ქამუშაძის განცხადებით, თანამშრომლების ინფიცირების გამო, ამ დროისთვის სასწრაფოს ოთხი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საცხოვრებელ სახლებში, ნაწილი კი, კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება.

 

ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით იმერეთის რეგიონი დედაქალაქის შემდეგ მეორე ადგილზეა. რეგიონში არსებულ კოვიდ-ცენტრებში 1 200-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს.

 

180 პაციენტია მოთავსებული საჩხერის სამედიცინო ცენტრში, აქედან 55 პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი