logo_geo
კახეთში კოვიდ-ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - გარდაიცვალა 2 პაციენტი
- +

10 დეკემბერი. 2020. 23:48

 

კახეთის რეგიონში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსს ემსხვერპლა 73 წლის ქალი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენიდან იყო და მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

 

კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი, 63 წლის კაცი. ის საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდა.

 

რეგიონის მასშტაბით დღეს აღებული ტესტის პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. რეგიონში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რიცხვი 6 382- მდე გაიზარდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი