logo_geo
ალავერდის მამათა მონასტერში შობის დღესასწაული აღნიშნეს
- +

7 იანვარი. 2021. 10:54

 

 

შობის დღესასწაული იზეიმეს ალავერდის მამათა მონასტერში. მსახურება აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა და მრევლს ქრისტეს შობა მიულოცა.

 

 

ღვთისმსახურება ცისკრის ლოცვამდე გაგრძელდა.

 

 

შობის დღესასწაული სახელმწიფოს მიერ დაცული რეგულაციების, წესებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით აღინიშნა. მეუფე დავითის გადაწყვეტილებით, მრევლისთვის გაკეთდა სპეციალური მონიშვნები, რომელიც მომლოცველებს დისტანციის დაცვის აუცილებლობისკენ მიუთითებდა. მრევლს ტაძარში შესვლამდე დაურიგეს პირბადეები და დამცავი ფარები.

 

 

მსახურებამდე რამდენიმე საათით ადრე კი თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა კი ალავერდში სასულიერო პირებს, სტიქაროსნებსა და მრევლს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი