logo_geo
გორში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა
- +

7 იანვარი. 2021. 10:54

 

 

შობის დღესასწაული იზეიმეს ატენისა და გორის ეპარქიაშიც. ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა. მრევლისთვის და ეკლესიის მსახურებისთვის სავალდებულო იყო პირბადის ტარება, შეძლებისდაგვარად დაცული იყო დისტანციაც.

 

 

გორში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა. მისი თქმით გასული წელი მძიმე იყო ყველა მიმართულებით და განსაცდელებით სავსე,თუმცა ის იმედოვნებს რომ პანდემია მალე დასრულდება, რადგან მსგავსი განსაცდელი არაერთხელ გამოუვლია კაცობრიობას.

 

 

მიტროპოლიტის თქმით, სასულიერო პირების ნაწილს​ კოვიდტესტირება ჩაუტარდა და იმის მიუხედავად, რომ ეპარქიაში რამდენიმე სასულიერო პირმა COVID-19 გადაიტანა, ეკლესია ყველაფერს აკეთებს რომ იქ მყოფების ჯანმრთელობა იყოს დაცული. მიტროპოლიტმა ანდრიამ ასევე უპასუხა კითხვას თუ რატომ არ მიულოცა აქამდე მმართველ გუნდს ეკლესიამ. მისი განმარტებით ცალკეული მილოცვები, იყო თუმცა ეკლესია ულოცავს მთავრობას და პარლამენტს. რომელშიც არის როგორც პოზიცია ისე ოპოზიცია და ეკლესია მათ მიულოცავს მაშინ, როდესაც პარლამენტის დაკომპლექტება დასრულდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი