logo_geo
თელავში კორონავირუსი 2 მოსწავლეს დაუდასტურდა
- +

3 თებერვალი. 2021. 13:04

 

თელავში კორონავირუსი 2 მოსწავლეს დაუდასტურდა.

 

კლასები, რომლებშიც მოსწავლეები სწავლობენ, ორკვირიან იზოლაციაში გადაიყვანეს. ისინი სასწავლო პროგრამას ონლაინ რეჟიმში გაივლიან.

 

თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მაია ჯღუთაშვილის განმარტებით, ამ სიტუაციის გათვალისწინებით, თელავში სკოლების დროებით დაკეტვის აუცილებლობა არ დგას.

 

„თელავში, ორ სკოლაში, 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს კლასები თვითიზოლაციაში არიან გადასულები. სკოლების დაკეტვა არ არის აუცილებელი და არც პედაგოგების იზოლაცია, რადგან მასწავლებელი წესებს იცავს, ატარებს პირბადეს და დისტანციაც დაცულია“, - განაცხადა ჯღუთაშვილმა.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/184724/telavshi--koronavirusi-2-mostsavles-daudasturda

 

 

big_banner
არქივი